|
2021-07-20 10:58:44, 573 ნახვა
საზოგადოება
TIDA-ს ივლისის სესიის თემა - „მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგი" იქნება
„თიბისის“ მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესია ივლისის თვეშიც გაიმართება. ამჯერად, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის სესიას მანქანური დასწავლის ინსტრუქტორი, კომპანია Evidently AL-ის თანადამფუძნებელი, ემილი დრალი გაუძღვება და ის მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგის შესახებ გაუზიარებს აუდიტორიას ინფორმაციას. სესია 20 ივლისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში, ინგლისურ ენაზე გაიმართება. შეხვედრა შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმობა: · როგორ იკლებს მოდელის სიზუსტე დროთა განმავლობაში; · როგორ შეიძლება მოდელის სიზუსტის მონიტორინგი და რა მეტრიკებს უნდა ვადევნოთ თვალი; · როგორია ადრეული მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ადრეულ ეტაპზე შეილება მოდელის სიზუსტის კლების დადგენა. „მანქანური დასწავლის მოდელის სიცოცხლის ციკლი მისი გაწვრთნისას მხოლოდ იწყება. ყველა მოდელი ცვალებად გარემოში მუშაობს და რაც მეტად იცვლება გარემო, მით მეტად იკლებს მოდელის შედეგების სიზუსტე. იმისთვის, რომ რეალურ გარემოში დანერგილი მოდელების ნდობა შევძლოთ, საჭიროა მათი მუდმივი მონიტორინგი და მათი ხელახალი გაწვრთნისა და განახლებისთვის მზადყოფნა", - ემილი დრალი. TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე - https://www.research.net/r/TIDA_Registration შეუძლიათ, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი მონაცმეთა ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა. TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)