2021-07-16 14:46:47, 862 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე იმყოფება
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე იმყოფება. ის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ, სამშობლოსთვის, ღმერთისთვის!“, - ეს იყო სიტყვები, რომელიც დეკანოზმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე წარმოთქვა.
ცნობისთვის, დღეს დილიდან 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლში ჩხრეკა ჩატარდა. განყოფილებაში „ალტ ინფოს“ ხელმძღვანელი, ასევე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი გადაიყვანეს. გარდა ამისა, „ალტ-ინფოს“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე მათი კიდევ ოთხი წარმომადგენელი, კერძოდ, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ირაკლი ყიზილაშვილი და კონსტანტინე მარგოშია იმყოფებიან.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან