|
2015-02-02 11:44:16, 653 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურა ვის ბრალეულობასაც გამოკვეთს, ყველა დაისჯება
„ვაზაგაშვილის საქმეში პროკურატურა ვის ბრალეულობასაც გამოკვეთს, ყველა დაისჯება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გომელაურის თქმით, სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელზე პროკურატურას ეჭვი აქვს. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს. სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებაშია შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი. პროკურატურაში ცოტა ხნის წინ ადვოკატი დარეჯან გელაშვილიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავას, ლევან ბეროძისა და კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი- ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)