|
2021-07-08 13:41:52, 501 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და უკვე ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქისთვის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ყველა თაობისთვის ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, საყრდენი კედლის გამაგრება და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ინტერიერში ოთახებისა და სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია მხატვრულ- დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაცია. „ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნაგებობაა და ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, განვაახლოთ და ასე დავუტოვოთ მომავალ თაობებს. სამწუხაროდ, ბევრი შენობა-ნაგებობა არასახარბიელო მდგომარეობაშია. მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მეტი მსგავსი შენობა-ნაგებობისა და უბნის რეაბილიტაცია შევძლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ სამუშაოებით, რომელიც გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ხორციელდება, არ შემოვიფარგლებით. გარშემო უამრავი პატარა ქუჩაა, ყველგან ვაპირებთ შესვლას და ანალოგიური სამუშაოების ჩატარებას. უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ის სამუშაოები, რაც ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე ჩატარდა, მათ ქუჩებზეც განხორციელდეს. პირობას ვიძლევით, რომ ამ კონკრეტული პროექტით არ შემოვიფარგლებით და მას გაგრძელება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარს შეადგენს. შენობის სრული რეაბილიტაცია 2023 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)