|
2021-07-02 10:43:20, 861 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა, და კვლავ ე.წ. პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით სრულად არის კრიმინალიზებული სქესობრივი ტრეფიკინგი და შრომითი ტრეფიკინგი, რომელთა ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია ადეკვატური მკაცრი სასჯელი. ანგარიშში წარმოდგენილია გამოძიებული საქმეების, სისხლისსამართლებრივი დევნის, განაჩენების სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა, ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს რამდენიმე სპეციალიზებული ანტი-ტრეფიკინგული დანაყოფი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მოქმედი ექვსი მობილური დანაყოფი. ასევე, ხაზგასმულია აჭარის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფის „TASK FORCE” ფუნქციონირება სპეციალიზებული გამომძიებლებისა და პროკურორების მონაწილეობით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მობილური ჯგუფები და სპეციალისტთა ჯგუფი პროაქტიულად ახდენენ ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებას და სხვადასხვა მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების ინსპექტირებას. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციის ყველა კურსანტს აქვს გავლილი ტრეფიკინგის საკითხებზე საბაზისო ტრენინგები, ხოლო გამომძიებლები, მესაზღვრეები, პროკურორები, შრომითი ინსპექტორები და მოსამართლეები კი რეგულარულად გადიან ტრეფიკინგის საკითხებზე ტრენინგებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ ესპანეთთან გაფორმებული შეთანხმება და ქართული წარმომავლობის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით პოლიციის ორი ოფიცრის საფრანგეთში ექვსთვიანი ვადით მივლენა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახდენს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის სავარაუდო ნიშნების დადგენის მიზნით მობილურმა ჯგუფებმა და სპეციალიზებულმა ჯგუფმა განახორციელეს დაუცველ სექტორებში მომუშავე პირთა გადამოწმება. ამავე მიზნით, ხდება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში დეპორტირებული პირების გადამოწმება საერთაშორისო აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებული პრევენციული ღონისძიებებიც შეფასებულია პოზიტიურად, მათ შორის, ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხელი ხაზის არსებობა, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგთან დაკავშირებით ზარების განხორციელება. ტრეფიკინგის ტენდენციად კვლავ ნარჩუნდება შუა აზიის ქვეყნებიდან ქალთა ყალბი დაპირებებით ჩამოყვანა და შემდგომ მათი სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს გავლით, მეზობელ ქვეყნებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი შრომითი მიგრაციით მიემგზავრებიან. ტრადიციულად, ანგარიშს თან ახლავს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის და მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)