|
2021-07-01 16:48:04, 995 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება
სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირება და ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების შექმნისთვის, დაგეგმილია არსებული მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც დამონტაჟდება ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები; დამატებით მომზადდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას. „გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის გაუმჯობესება აუცილებელია იმისთვის, რომ გარემოს ხარისხიან დაცვაზე ვსაუბრობდეთ. ამისთვის, ყოველდღიურად ძლიერდება გარემოს დაცვის შესაძლებლობები. განხორციელდება 27 ავტომატური სადგურის დამონტაჟება, ეს ნიშნავს რომ ჰაერის ხარისხზე გვექნება სრული ინფორმაცია და მუდმივი მონიტორინგი. 200 ლოკაციაზე გვექნება წყლის ხარისხის მონიტორინგი. ნიადაგის დაბინძურებაზე მონიტორინგი გვექნება 70-მდე ლოკაციაზე. დამონტაჟდება ახალი მეტეოროლოგიური სადგურები და ახალი რადარები იმისთვის, რომ გვქონდეს ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ეკონომიკური სექტორისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობისთვის და ჩვენი ფერმერებისთვის. გაიზრდება მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვება. ყველა ეს მონაცემი გადამუშავდება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი და ხარისხიანი პოლიტიკა და მართვის სისტემები. საქართველოს მასშტაბით, 200 საწარმო დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს, რათა მათი ზემოქმედება წყალზე, ჰაერზე და ნიადაგზე შემცირდეს და იყოს მინიმალური. ეს არის ჩვენი პირობა ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდენენ. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)