18:42 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 15:21:52, 967 ნახვა

საზოგადოება
1-22 ივლისს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-22 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

N

ადგილი

თარიღი

მისამართი

დრო

1

ლანჩხუთი

01.07.2021

ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით

10:00-17:00

2

დუშეთი

01.07.2021

რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი

10:00-17:00

3

ქედა

02.07.2021

დაბას ცენტრი

10:00-17:00

4

თეთრიწყარო

02.07.2021

თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

5

ხულო

05.07.2021

გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

6

ადიგენი

05.07.2021

თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

7

ტყიბული

06.07.2021

კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

8

ასპინძა

06.07.2021

მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

9

ხონი

07.07.2021

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

10

ნინოწმინდა

07.07.2021

პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

11

ლენტეხი

08.07.2021

თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics