2021-06-24 01:19:34, 2893 ნახვა
სხვადასხვა
მიმოქცევაში ჩაეშვა ბრიტანული 50 ფუნტის ახალი დიზაინი, რომელზეც ალან ტიურინგია გამოსახული
მიმოქცევაში ჩაეშვა ბრიტანული 50 ფუნტის ახალი დიზაინი, რომელზეც ალან ტიურინგია გამოსახული. მეოცე საუკუნის უდიდესი მათემატიკური ტვინი, ხელოვნური ინტელექტის მამად წოდებული, კრიპტოლოგი, მათემატიკოსი ალან ტიურინგი ინგლისში, 1912 წლის 23 ივნისს დაიბადა. ის ბავშვობიდან ამჟღავნებდა მათემატიკურ ნიჭს, 16 წლის ალანმა შეისწავლა ალბერტ აინშტაინის ნაშრომი, რომელიც იმჟამად დაუზუსტებელი იყო, ალანმა იგი დაამუშავა და დააზუსტა. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის, ბლეტჩლის პარკში მდებარე ანალიტიკოსთა ცენტრში ალან ტიურინგი შიფრატორად მუშაობდა, მან მთავრობისგან მიიღო დავალება გაეშიფრა გერმანული სამხედრო შიფრი ენიგმა, ამისთვის ალანმა შექმნა მანქანა(კომპიუტერი), რომელსაც გააჩნდა ხელოვნური ინტელექტი, მანქანამ შეძლო ენიგმას გატეხვა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ომის შედეგები. ისტორიკოსთა შეფასებით ტიურინგის ამ მიღწევამ მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობა 2 წლით შეამცირა და დაალოებით14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 1952 წელს ტიურინგიმ გამოძიებასთან აღიარა, რომ ის ჰომოსექსუალი იყო. იმ დროის ინგლისში ჰომოსექსუალიზმი უკანონობა იყო და სიკვდილით ისჯებოდა. პოლიციამ იგი არჩევანის წინაშე დააყენა ან ჰორმონალური მკურნალობა ან დაპატიმრება. 41 წლის ტიურინგი ერთი წლის განმავლობაში გადიოდა ჰორმონალურ მკურნალობას, რამაც ის სრულ იმპოტენციასა და გინეკომასტიამდე(მკერდის გაზრდა) მიიყვანა. ერთი წლის შემდგომ 1954 წელს დიდმა მათემატიკოსმა თავი ციანიდით მოიკლა. 1966 წელს ინგლისში დაარსდა ტიურინგის სახელობის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გასცემს ჯილდოს ტექნიკის სფეროში შეტანილი წვილილისათვის 2013 წელს ინგლისის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ ალან ტიურინგის გამო საყოველთაო ბოდიში მოიხადა და ოფიციალურად აღიარა მისი მიღწევები. ავტორი: ექსპრესნიუსი, „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|