21:39 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 12:22:56, 725 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ

ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი  სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს - კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში მოსულ აღსაზრდელებს სრულად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

„მე, როგორც ოთხი შვილის მამას ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ თანამედროვე სტანდარტები ბაღებისთვის ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. შეგიძლიათ, ნახოთ როგორი სისუფთავე, დიზაინი, კვებაა  ჩვენ მიერ აშენებულ ბაღებში. ასევე, მოხდა ავარიული ბაღების დემონტაჟი და ზოგ შემთხვევაში გამაგრება-რეაბილიტაცია. ის, რომ ყოველწლიურად საბავშვო ბაღებში  აღსაზრდელთა რიცხვი იზრდება, მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბავშო ბაღებში მოსულ პატარებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავახვედროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics