|
2021-06-23 11:35:20, 685 ნახვა
საზოგადოება
უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათის ტაძარში იმყოფება და არსებულ ხარვეზებს ადგილზე სწავლობს
გელათის ტაძარში უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც არსებულ ხარვეზებს ადგილზე შეისწავლის, რის შემდეგაც, დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. „ჩამოსული არიან ფერწერის, სახურავის ექსპერტები, ისინი დასვამენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა სიტუაციაა შექმნილი. შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, იქ გაკეთდება ყველაფრის ანალიზი და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ რეკომენდაციებს, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსი, როგორც მრევლისთვის, ასევე სტუმრებისთვისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დაკეტილია. როგორც გელათის ტაძრის წინამძღვარი აცხადებს, ტაძარი კვირას, მრევლისთვის გაიღება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)