|
2021-06-23 10:38:24, 758 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროკომისიისა და პორტუგალიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ინიციატივით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ცალკეული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ის გზები განიხილეს, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება. სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ყველა იმ რეფორმასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა, რაც საქართველომ განახორციელა და რაც ხელს უწყობს ქვეყანაში თვისობრივად ახალი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას. ,,საქართველოს მთავრობამ, უკვე დაამტკიცა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი, ასევე, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის, სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, ეროვნულ დონეზე, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შემცირდება. ამასთან, საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა სათბური აირების ემისიების შემცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ. აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დამკვიდრებაზე ნარჩენების მართვის, გადამუშავების, ხელახალი გამოყენების და ენერგიათა უკეთესი მართვის პრინციპების განვითარებით. საქართველო წინ მიიწევს წყლის დაგეგმილი რეფორმის შესასრულების მიმართულებითაც. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ახალი, ამბიციური და ეფექტიანი გეგმის განხორციელებისთვის. ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა განხორციელდა. გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქმედებები სრულად თანხვედრაშია ევროპის მწვანე შეთანხმებასთან და ყველა განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, -აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ონლაინ ფორმატში გამართულ მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარემოსდაცვითი მიმართულების მინისტრები მონაწილეობდნენ.
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)