22:58 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 11:10:34, 508 ნახვა

საზოგადოება
მონაკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, მონაკოში, სასტუმროში „Le Meridian" ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ხუთი ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები სომელიეებმა განსხვავებულ კერძებთან ერთად დააგემოვნეს და შეაფასეს.

ღონისძიებას  95 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, დარგის ექსპერტები, სომელიეები, პოტენციური იმპორტიორები და საერთაშორისო ასოციაციის „Epicure Club Monaco" წარმომადგენლები.

დეგუსტაცია-სემინარი საერთაშორისო ასოციაციის „Epicure Club Monaco" და  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის „LE PONT CAUCASIEN" ორგანიზებით განხორციელდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics