|
2021-06-20 12:16:33, 1092 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, ამ მოვლენის შემდეგ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისი დაიწყო და დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება. „ორი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, ქვეყანაში დაიწყო უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით - რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის საქართველოს პარლამენტში დასმით. ეს კრიზისი დღემდე გრძელდება. პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მე ჯერ კიდევ 20 ივნისის დილას მოვითხოვე მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი პოზიციის მყისიერად გაზიარების შემთხვევაში, შევძლებდით ვითარების დეესკალაციას და თავიდან ავიცილებდით 21 ივნისს განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს, საკუთარი მოსახლეობის დარბევასა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას. სწორედ ეს გახდა ჩემი და „ქართული ოცნების“ საბოლოოდ გამიჯვნის მთავარი მიზეზი! სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ და ახლაც, მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ხერხებით და მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ისინი დღესაც აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს - აყალბებენ არჩევნებს, ვერ ასრულებენ 2012 წლიდან დღემდე ხალხისთვის მიცემულ ვერცერთ დაპირებას. დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, რიგგარეშე არჩევნების გზით და ვისურვებდი, ეს ცვლილება მოხდეს სწორედ არჩევნების და არა ქუჩის გამოსვლების შედეგად“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)