|
2021-06-19 13:01:44, 1230 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი
მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის მხრიდან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს. „ჩვენ ძალიან მრავალი წლის თანამშრომლობა გვაკავშირებს ამ კუთხით. დაახლოებით 25 წელია, აშშ ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში, თუმცა ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს და ეს იქნებოდა მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება იქნებოდა გათვალისწინებული. ახლა უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზე შეაჩერებენ თუ არა ამ პროცესს. ამით გამოჩნდება, ისინი რამდენად ერთგულნი არიან 19 აპრილის შეთანხმებისა, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, რომელზეც მხარეები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და საბოლოოდ მიიღწა შეთანხმება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და ამ შეთანხმების ეს პირობა რომ ჩაითვალოს განხორციელებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს წამოჭრის გარკვეულ შეკითხვებს. ის დასაბუთება, რომ სასამართლო სისტემაში არ არის საკმარისი რაოდენობა მოსამართლეებისა და მოსამართლეთა არდანიშვნა ამ ეტაპზე გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, ეს არ არის დასაბუთებული განცხადება. საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში არის საკმარისი რაოდენობის მოსამართლეების, რაც მისცემდა სასამართლო სისტემას საშუალებას, ეს დანიშვნები შეჩერებულიყო, ვიდრე წარიმართება სრულად ინკლუზიური, დასაბუთებული პროცესი, რომელიც გაითვალისწინებს სრულად სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვადასხვა ჩართული აქტორების მოსაზრებას. თუ კი გაგრძელდება კვლავ ეს დანიშვნები, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ეს შეასუსტებს სისტემას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)