23:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 11:22:44, 770 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე პაველ დობროჯეიმ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის წარმატებულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მედალი გადასცა.

უწყების ცნობით, მთავარი კომენდანტის მოადგილემ და ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინეს პოლონეთის მხარის მიერ საქართველოში მოვლინებული პოლიციის პირველი მეკავშირე ოფიცერი, რაფალ ვეგილი.

„ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი პოლონეთის უპირობო მხარდაჭერას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ორ უწყებას შორის არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება პოლონეთში მივლენილი საქართველოს პოლიციის ატაშეს, გიორგი გამსახურდიას უშუალო და აქტიური ჩართულობით.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics