|
2021-06-14 12:20:28, 1086 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ
ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, მოწამვლის შემთხვევებს, ასევე კიბერთავდასხმებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტები იმის მიზეზია, რამაც გამოიწვია ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების გაუარესება. ამასთანავე, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა „ცივი ომის“ შემდეგ. „ჩვენი ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ნატო ადაპტირებს, რეაგირებს და ჩვენ განვამტკიცეთ კოლექტიური თავდაცვა, გავზარდეთ მისი დაფინანსება და ვაგრძელებთ მის გაძლიერებას და ამ ყველაფერს იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე განვახორციელებთ, რასაც დღეს „ნატო 2030“-ის დღის წესრიგში მივიღებთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)