23:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 12:27:35, 785 ნახვა

პოლიტიკა
ლუკ კოფი - ბრიუსელის სამიტი ნატო-ს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, გააძლიეროს ურთიერთობა საქართველოსთან

„ნატო-ს სამიტი 2021: ლოიალური მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერის დროა“ - აღნიშნული სათაურით გამოქვეყნდა  ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის წერილი.

ლუკ კოფი წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია და 2021 წლის ბრიუსელის სამიტი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ალიანსს, გააგრძელოს ურთიერთობა თბილისთან, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველო ნატო-ს მტკიცე პარტნიორია.. ის ალიანსისთვის საშიშ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საბოლოო მოქმედებებში გალანნტურნი არიან. ისინი ასევე ახორციელებენ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროგრამას, რომელიც არის მაგალითი ნატო-სთვის. 2021 წლის ბრიუსელის სამიტი ალიანსს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ურთიერთობა თბილისთან, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე

2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, საქართველო მტკიცედ უჭერდა მხარს ნატო-ს, ასევე არა მხოლოდ ნატო-ს, არამედ აშშ-ის საზღვარგარეთის უსაფრთხოების ოპერაციებს. საქართველომ ათასობით ჯარი შეიყვანა ერაყსა და ავღანეთში და ასობით მშვიდობისმყოფელი ბალკანეთსა და აფრიკაში. რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, საქართველო არ შეფერხებულა დასავლეთთან დაახლოებისგან. ამან საქართველო გახადა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების წმინდა მონაწილე“, - აღნიშულია წერილში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics