23:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 10:37:28, 1476 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან, კერძოდ, თინა ბოკუჩავასთან და ნონა მამულაშვლითან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.

როგორც ნიკა მელიამ გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის წარმომადგენლებს აქვთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრები ვაშინგტონში.

„ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამერიკის, როგორც ეკონომიკური, ასევე საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში; ადამიანებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან ახლოს არის დაკავშირებული თავიანთი საქმიანობით საქართველოსთან, ჩვენს რეგიონთან", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics