|
2021-06-11 15:57:35, 645 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე
2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის აპრილში რეალური აქტივობა შემცირდა 47 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ ამ სექტორში 110 პროცენტი შეადგინა. „სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური სექტორია მისი პოტენციური გავლენებით უამრავ სექტორზე, მათ შორის, საფინანსო სექტორზე და რაც მთავარია, საზოგადოებაზე. ჩვენს ქვეყანას ახსოვს 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დეველოპერულ კომპანიათა გაკოტრების, ასევე, გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი პრობლემების მასშტაბები. ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან წარმატებული პროგრამით, შევძელით მსგავსი პრობლემებისგან თავის დაცვა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)