00:09 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 14:53:26, 720 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ფინანსთა მინისტრს უსმენენ

პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლაშა ხუციშვილი „მინისტრის საათის“ ფორმატში ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე ისაუბრებს.

„მინისტრის საათის“ პროცედურა პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება.

მინისტრს ანგარიშის წარსადგენად 45 წუთი აქვს, რის შემდეგ პროცედურა დეპუტატების შეკითხვებს ითვალისწინებს. ის დეპუტატების შეკითხვებს 1-საათიანი შესვენების შემდეგ უპასუხებს.

დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა 10 წუთიანი რეგლამენტით თანამომხსენებელს,  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დაეთმობა, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის 5-წუთიანი გამოსვლებია განსაზღვრული.

რეგლამენტით, პოზიციების დასაფიქსირებლად უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის 3-წუთიანი გამოსვლებია გათვალისწინებული.

თუ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები, თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, მათი გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებია გათვალისწინებული. თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, პარლამენტის რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

მინისტრის  დასკვნითი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

პარლამენტის პლენარული სხდომა „მინისტრის საათის“ დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics