|
2021-06-09 12:24:03, 496 ნახვა
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია „სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა ისევ და ისევ პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად. ვფიქრობ, პირველ რიგში ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნება პენსია სახელმწიფოს მხრიდან და რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)