|
2021-06-08 14:51:24, 648 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე „ენმ“-ზე - გვიან, მაგრამ მიხვდნენ, რომ 6-თვიანი მცდელობა, წყალი აემღვრიათ, ფუჭი აღმოჩნდა
გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ მათი მცდელობა, წყალი აემღვრიათ და თევზი მოენადირებინათ, ფუჭი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიას მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად შარლ მიშელი გააფორმებს მათ ფიასკოს. ,,რაც მთავარია ,,ნაციონალური მოძრაობა" სწორ გზას ადგას. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა, რომ რამენაირად წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ უნიჭოდ დაგეგმილი ფოკუსის არსს ყველა მიუხვდა და ჯიუტად ამის გამეორების მცდელობა უკვე განწირულია. ასევე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ მატარებელი მათ გარეშე დაიძრა და სხვებმა დაიკავეს და სამართლიანადაც მანამდე მათ მიერ ოკუპირებული ადგილი. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდნენ და დაგვიანებული ნაბიჯი შემოდგეს პარლამენტში, მაგრამ თვალი მაინც იმ ფოკუსზე უჭირავთ რადგან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისგან კვლავ თავს იკავებენ. არაუშავს, ალბათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდებიან იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც მოუწევთ, თორემ თავად შარლ მიშელი გააფორმებს მათ ფიასკოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)