01:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 11:45:58, 686 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური შეცდომაა

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილი, ყოფილი თანაგუნდელების, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური შეცდომაა, რომ ისინი არ აწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ გააგრძელონ საქმიანობა პარლამენტში მიმაჩნია, რომ არის სწორი, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შეცდომაა მათი მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა. მსურს ყველას შევახსენო, რომ ოპოზიციამ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გაეგრძელებინა საქმიანობა პარლამენტში მიიღო სწორედ აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმების საფუძველზე და მისი უზრუნველყოფის მიზნით, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, შეუერთდეს აღნიშნულ შეთანხმებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს შანსი, რომ თავიდან აიცილოს ვადამდელი არჩევნები.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ვნახავთ უკანასკნელ გამოკითხვებს საზოგადოებრივი აზრის, დავინახავთ ძალიან მყარად, რომ „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად არ აქვს შანსი, მიაღწიოს იმ ნიშნულს, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიდან აიცილონ ვადამდელი არჩევნები და რეალურად, მიშელის დოკუმენტმა გაკაფა გზა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ვადამდელი არჩევნები, ამ ფონზე, მითუმეტეს გაუგებარია, რატომ არ უერთდებიან ამ შეთანხმებას ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავიდანვე აცხადებდნენ ბოიკოტს“, - დასძინა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics