|
2021-06-07 15:33:49, 644 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება დასტურია, რომ არსად წასულა და ცდილობს, მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი. როგორც კახა ოქრიაშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება დასტურია, რომ ის არ წასულა პოლიტიკიდან და კვლავ აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და ცდილობს, მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება. „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი. მისი თქმით, გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე, უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია - ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა. 2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიცრუე დაუმატა - მან თქვა, რომ 2011 წლიდან არ უკადრებია სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა. ეს სატელიტი ფსევდოპარტიებია: „მოქალაქე“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსის“ განაყარი „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ახლადშექმნილ ფრაქციასთან დაკავშირებითაც. ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რონ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა. იგი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)