|
2021-06-07 12:34:35, 838 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - მოვლენები მოსალოდნელზე საინტერესოდ ვითარდება, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოძრაობა „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც გიორგი გახარია წერს, მოვლენები იმაზე სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)