|
2021-06-03 15:24:49, 747 ნახვა
პოლიტიკა
„შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ - პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა
პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე იქნება. „დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა, რომელიც არის მრავალპარტიული, რომელშიც არიან დამოუკიდებელი დეპუტატები. ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე - პაატა მანჯგალაძე, ხოლო ფრაქციის აპარატს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ეს არის ის მენეჯმენტი, რაც გვექნება ფრაქციაში. ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის პარლამენტში და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ პოლიტიკა და პარლამენტი არის მათთვის და არა მხოლოდ ელიტისთვის. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ როგორც შეთანმხების შესრულება, ასევე ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე კონკრეტული პასუხების გაცემა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)