|
2021-06-03 14:55:28, 1232 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თსუ-ის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სამინისტროს თანამშრომელთა და უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს. დოკუმენტის საფუძველზე, თსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ: თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარონ პრაქტიკა, ასევე სამხედრო საბაზისო და სამთო მომზადება, მოაწყონ ერთობლივი ალპინიადა, ითანამშრომლონ სამხედრო სამედიცინო სფეროში. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის სამეცნიერო პრაქტიკული შეხვედრების ორგანიზებას. დოკუმენტი ასევე გულისხმობს: აკადემიური პერსონალის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში ჩართულობას, სამინისტროს საჭიროებების მიხედვით სამეცნიერო რესურსების მიწოდებას.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)