|
2021-06-02 00:05:16, 594 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ოპონენტებზე თავდასხმა მიღებული პრაქტიკაა
„ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ ოპონენტების მხრიდან თავდასხმებს და ეს მიღებული პრაქტიკა გახდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკაში ახალი სახეებიც უნდა მოვიდნენ და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია შეძლონ. „კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ რაც უნდა კარგი გააკეთოს, საქართველოში მიღებულია, რომ მას აუცილებლად თავს დაესხან, გალანძღონ, ტყუილები მოუგონონ. ასე არ შეიძლება. თუნდაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული პრაქტიკა. გამოდის, რადგან ოპონენტია მას აუცილებლად შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. მე გამიხარდება რაც მეტი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში და შევძლებთ ჯანსაღ დებატებს, არა ისეთს, როგორიც დღეს არის.. ამას ხომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები უყურებენ. შესაბამისად, ყველას უჩნდება განცდა, რომ პოლიტიკა ბინძურია და აქ სუფთა ადამიანები არ მოდიან. ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)