|
2021-05-31 11:30:16, 690 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო „ენმ“-ს პარლამენტში შესვლაზე - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის თაობაზე უცნაური და არათანმიმდევრულია. მისი თქმით, აღნიშნულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მათი გადაწყვეტილება პარლამენტის ტრიბუნიდან ახსნას. „თავიდან მკაცრად აკრიტიკებდნენ პარლამენტს და თვლიდნენ, რომ ის არალეგიტიმურია. შემდეგ მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება შემდგარიყო და როცა შედგა ხელი არ მოაწერეს. ახლა ნაწილობრივ შემოდიან პარლამენტში. ჩემი აზრით, უცნაური და არათანმიმდევრულია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამართლიანობა მოითხოვს, რომ მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ახსნან თავისი გადაწყვეტილება და ალბათ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)