|
2021-05-29 18:20:11, 1092 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - გადავდექი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესი სახელმწიფოზე მაღლა დააყენა
გადავდექი, რადგან კონკრეტულ მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესი სახელმწიფოზე მაღლა დააყენა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი ახალი პარტიის, „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, მან 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ „ქართული ოცნება" დაშორდა რეალურ პრობლემებს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვნად აქცია. „დღეს საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, იმასთან დაკავშირებით რატომ ვართ დღეს აქ, რატომ ვაფუძვნებთ პოლიტიკურ მოძრაობა „საქართველოსთვის“, მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის, რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს ჩვენი რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, 8-წლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებს, ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით, განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უკეთესია, ვიდრე 10-15 წლის წინ, ეს ფაქტია. გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)