04:22 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 14:48:26, 650 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით

ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს მისი პრივილეგიით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, დოკუმენტში დაშვებული გარკვეული გამონაკლისები, მაგალითად ისეთი დანაშაულები, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება თუ არაადამიანური მოპყრობა.

„გუშინ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კითხვა დაისვა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია. ეს არ იყო ინიციატივა, კითხვა იყო დასმული. ამაზეც კი უარყოფითი პასუხი მიიღო, რაც არასწორია. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შარლ მიშელის დოკუმენტი. დოკუმენტში მარტივი რამე წერია, ყველას უნდა შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი. ამის მიუხედავად, გარკვეულ გამონაკლისებს მაინც ვუშვებთ, თუ საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ვინმე პრინციპულად თუ უპირისპირდება ევროკავშირს, მიშელის შეთანხმებას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედება. ეს არის მარტივი პრინციპი, რაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. ვინც მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics