|
2021-05-28 12:34:19, 701 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ამნისტიასა და ოპოზიციაზე - ბავშმაც კი იცის, ხელს რაღაცას რომ აწერს, უნდა წაიკითხოს
ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ოღონდ თავად არ იციან რაში, თავიდანვე განწირულია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ამნისტიის კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ბევრი არასერიოზული ადამიანია, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ჯერ ხელი მოაწერეს, შემდეგ კი აღმოაჩნიეს, რომ ამნისტიის იდეა არ მოსწონთ. „ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულმა საპარლამენტო პროცესმა, მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრს კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ძალიან ბევრი არასერიოზული ადამიანი, რომლებმაც ასე ჩანს ყოველშემთხვევაში გარედან, რომ ჯერ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და ალბათ წაკითხულიც არ ჰქონდათ და შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინეს, რომ ეს ამისტიის იდეა არ მოსწონთ. ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, ოღონდ თავად არ იციან რაში, ალბათ თავიდანვე არის განწირული. მეტი კვალიფიციურობა, მეტი სერიოზულობა, როცა უკვე ბავშვმაც კი იცის ხოლმე, რომ ხელს რომ რაღაცას აწერ, წინასწარ უნდა წაიკითხო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამისთვის არ ეცალათ, როდესაც პოლიტიკურ აჟიოტაჟში იყვნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)