|
2021-05-26 12:17:07, 765 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - საზოგადოებისთვის მწვავე თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესი“, გვჭირდება ხედვა, გეგმა და ერთობა
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პანდემიის, თუ მწვავედ აღქმული ისეთი თემების, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკიხი გვჭირდება საკუთარი ხედვა, გეგმა და ერთობა, - ამის შესაებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა. „ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის თუ საზოგადოების წინ მწვავედ აღქმული ისეთი თემების, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკიხი, გვჭირება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა. შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყაამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტში აღდგა მრავალპრატიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა. ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ, თვითმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის ახალ საფეხურზე ავიყვაოთ. ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორად ასე მყარდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)