05:23 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 14:53:02, 735 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი

ვფიქრობ, რომ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ამის საწინააღმდეგო არც ერთი საბუთი არ არსებობს.

„არავის უნდა დარჩეს რაიმე პრეტენზია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი როგორც ადამიანის, პიროვნების და ამასთან დაკავშირებით ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. არჩევნები არ გაყალბებულა და ამის საწინააღმდეგო არც ერთი საბუთი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics