|
2021-05-20 13:51:21, 434 ნახვა
პოლიტიკა
საბაჟო დეპარატამენტის უფროსმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჯავად გასიმოვთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის გამშვები პუნქტების შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში, ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის - “აბრეშუმის გზა – იპეკ იოლუს” მშენებლობის პროექტი განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის, თანამშრომლობის შესახებ, სამმხრივი შეთანხმების განხილვას. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ყურადღება დაუთმეს გლობალური პანდემიის პირობებში, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მოქმედი დანაყოფის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების და ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებს. სამუშაო შეხვედრა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ბარამია ესწრებოდნენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ მოსაზღვრე მხარეს ,,სინიქ ქიორპუში“გაიმართა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)