|
2021-05-18 14:25:26, 653 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის საკითხს განიხილავს
„ევროპული საქართველოს“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭო სამ ძირითად თემაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, პირველი, ეს არის პარტიის პოზიცია, ჩაერთვება თუ არა ის საპარლამენტო საქმიანობაში, მეორე ეს არის მოახლეობული ადგილობრივი არჩევნები და პარტიის სტრატეგია, ხოლო მესამე იქნება საწვავის გაზრდილი ფასი და ის კამპანია, რომელიც პარტიამ უნდა აწარმოოს, რათა ხელისუფლებას აიძულოს მინიმუმ აქციზის გადასახადის გაუქმება. „დღეს პოლიტსაბჭო იმსჯელებს სამ ძირითად საკითხზე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პარტიის სახელით მიიღებს თუ არა ჩვენი დეპუტატები პარლამენტის მუშაობაში, ანუ პარტია შეუერთდება თუ არა პარლამენტში შემსვლელ პარტიათა რიგს. მეორე საკითხი არის პარტიის სტრატეგია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებისათვის მოსამზადებლად და სხვა პარტიებთან კოორდინაციის პირობები. მესამე საკითხი, გაძვირებული საწვავის ფონზე რა კამპანია უნდა ჩაატაროს ევროპულმა საქართველომ, რომ მოსახლეობის ჩართულობა და ყურადღება გაიზარდოს, რათა მივაღწიოთ ხელისუფლების მხროიდან მინიმუმ აქციზის გადასახადის გაუქმებას მაინც, რომელიც 40 თეთრიან შეღავათს მაინც მისცემს ამ მძიმე ვითარებაში ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბობოხიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)