|
2021-05-17 11:13:44, 563 ნახვა
პოლიტიკა
პანდემიით დაზარალებული საწარმოებისთვის საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს
დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით იქნა მიღწეული. „მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა, ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით. წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით, სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)