10:37 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 15:21:42, 762 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საელჩო - ისრაელის ცენტრი და სამხრეთ ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა, მოერიდეთ ღია სივრცეებს

„ისრაელის ცენტრი და სამხრეთ ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა, მოერიდეთ ღია სივრცეებს“, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელში საქართველოს საელჩო აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო დარტყმის ქვეშ მოექცა ბათ იამი, ლოდი, აშკელონი და ისრაელის სხვა ცენტრალური ქალაქები.

„არ გახვიდეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია‼️ ქვეყნის ცენტრი და სამხრეთი, ქალაქები შდეროთი, აშდოთი, აშკელონი, ხულონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, რამლე, რამათ განი, ბნეი ბრაკი, გივათაიმი, ლოდი, რამლე, იავნე და მათი შემოგარენი საჰაერო დარტყმის ქვეშაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით ღაზას სექტორმა ორი ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 5 რაკეტა გაისროლა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა ორივე მხარისგან.

ისრაელმა ღაზას სექტორისკენ ჯარი გაგზავნა და ყველა რეზერვისტი გამოიწვია - დაპირისპირება ხშირია ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში სადაც არაბთან დასახლებებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics