|
2021-05-13 13:28:29, 761 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - არ ვაპირებ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტის არც ერთ ფრაქციასთან გაწევრიანებას და იმუშავებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, ის უარს აცხადებს შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულ საპარლამენტო თანამდებობებზეც. „მე გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დავტოვე „ევროპული საქართველო“ ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები, ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა, ასევე ჩემი გადაწყვეტილებაა არ ვიყარო კენჭი არც ერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)