08:55 - 28 Jul, 2026
|
2021-05-12 11:36:15, 530 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - თვალყურს ვადევნებთ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ ძალადობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება. როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას. „საქართველოს მთავრობა თვალყურს ადევნებს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)