08:56 - 28 Jul, 2026
|
2021-05-11 11:41:52, 737 ნახვა
პოლიტიკა
გორის მერის ორი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება
გორის მერის ორმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობები დატოვეს, - ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ პოსტების დატოვება აიძულეს. მათივე განცხადებით, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდებიან. „გაცნობებთ, რომ პრიდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არაა და არც გამოვეკიდებით მას, ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)