13:52 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 17:29:54, 1014 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V-თ ვაქცინაცია დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V ვაქცინით აცრა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, პირველი ვაქცინით ჟურნალისტი, კოსტა კოშტე აიცრა.

ვაქცინაციამდე ერთი დღით ადრე მოქალაქეებს კლინიკური კვლევები უტარდებათ, რომლის შედეგების მიხედვითაც ექიმები წყვეტენ ჩაუტარდეს თუ არა კონკრეტულ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

საწყის ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს და განათლების მუშაკებს ჩაუტარდებათ.  ამასთან, ცხინვალის გარდა, ვაქცინაცია ჩატარდება რეგიონალურ საავადმყოფოებშიც.

შეგახსენებთ, რომ Sputnik V-ს პირველი პარტია ცხინვალში 30 აპრილს ჩაიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics