2021-05-01 12:25:57, 771 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ პოლიციელების მიერ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველების მიერ აჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დილისთვის დამაკმაყოფილებელია.
„მამა-შვილის მდგომარეობა დილისთვის არის დამაკმაყოფილებელი. მამა, რომელიც მკურნალობას გადის ტერფის არეში ნაფლერთ-ნაგლეჯი ჭრილობის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით, მკურნალობს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო შვილი, რომელსაც აღენიშნება, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ასევე მკურნალობას გადის ქირურგიულ დეპარტამენტში“, - აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამთენიისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სამართალდამცველებმა მამა-შვილი, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, დაჭრეს.
აღნიშნულ ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან