|
2021-04-28 15:37:20, 700 ნახვა
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს - რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში, რა ხდება?
რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში, რა ხდება? ფარმაცევტული კომპანიების რამე შეთქმულებაა?", - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჯანაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც პარლამენტში უსმენენ. მისივე თქმით, პენსიონერები ბოლო გროშებსა და კაპიკებს ტოვებენ აფთიაქებში, წნევის წამალი რომ იყიდონ და ისიც არ ჰყოფნით. „ორი კითხვა მაქვს თქვენთან. რატომ აქვს არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში? რა ხდება ?შეთქმულებაა რამე ფარმაცევტული კომპანიების მოსახლეობის წინააღმდეგ თუ რა ხდება? მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ჩეხეთი ევროკავშირის ქვეყანაა, ცხოვრების დონე მაღალია, ფასები ძალიან მაღალია, მაგრამ იქ 1 დოლარი ღირს ანტიბიოტიკი „აუგმენტინი“. ჩვენ ღირს 13-დან 17 ლარამდე, ქსელს გააჩნია. როგორ ხდება ეს ამბავი იქნებ აგვიხსნათ. მაგალითად, ისევ ჩეხეთში. გულის წამალია „სოროასტა“ ღირს 10 ლარის ეკვივალენტი და ჩვენთან ღირს 20 ლარზე მეტი. როგორ ხდება ეს? რას აკეთებს თქვენი უწყება იმისთვის, რომ ასეთი მაღალი ფასები არ ჰქონდეს მედიკამენტებს? ხომ იცით, რომ ჩვენი პენსიონერები ბოლო გროშებს და კაპიკებს ტოვებენ აფთიაქებში. ელემენტარულად წნევის წამალი იყიდონ და ისიც არ ჰყოფნით. მეორე კითხვა, რომელიც პენსიონერებს შეეხებათ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა „ლიბერთი ბანკთან“, ეს ხელშეკრულება ამოიწურა 2019 წელს, მაგრამ თქვენმა უწყებამ ავტომატურად გაუგრძელა კიდევ 2 წლით „ლიბერთი ბანკს“ ხელშეკრულება, ამის საფუძველზე პენსიონერებს ძარცვავს ეს ბანკი. 36% აძლევს სესხებს, როცა იგივე სესხი სამომხმარებლო 15-დან 20%-მდეა სხვა ადამიანებისთვის. მიგაჩნიათ თუ არა ეს საკითხი პრობლემურად და მზად ხართ თუ არა, რომ კონტრაქტი გაწყვიტოთ „ლიბერთი ბანკთან“ ? არ დაელოდოთ კიდევ ერთ წელს, ნუ დაელოდებით პენსიონერების ძარცვას და ახალი ადამიანური პირობებით გამოაცხადოთ ტენდერი, რაც ავტომატურად გამოიწვევს სესხებზე პროცენტზე დაწევას”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)