|
2021-04-27 14:25:03, 720 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მივდივარ კანცელარიაში და ვაბარებ განცხადებას, რომ ნიკა მელიას მონახულების უფლება მომცენ
მივდივარ კანცელარიაში და ვაბარებ განცხადებას, რომ ნიკა მელიას მონახულების უფლება მომცენ, - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, სწორი იქნება. „ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კონსულტაციები ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ჩვენ ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მუშაობას კანონპროექტზე და შემდგომ ვნახოთ როგორ ჩამოყალიბდება ინიცირება. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოზიციაა, არანაირი ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზიანებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება დაიცვას. რაც შეეხება დანარჩენს, ამნისტია ყოველთვის არის წინააღმდეგობრივი აქტი. მე მიმაჩნია, რომ თუ ნიკა მელია მიიღებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული მისი გირაოს დაფარვას, ეს იქნება სწორი. ევროკავშირის მიერ ამ გირაოს დაფარვა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ნიკა მელიას აღიარებს პოლიტპატიმრად, მათ შორის იმ დოკუმენტში, რომელიც არის ხელმოწერილი. თუ ის გირაოთი გამოვა ციხიდან, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ იქნება სწრაფად მისაღები. ამიტომ, ვაპირებ ნიკასთან მისვლას საპატიმროში და მასთან საუბარს. მივდივარ კანცელარიაში, ვაბარებ ჩემს განცხადებას, რომ მომცენ მისი მონახულების უფლება. იმედი მაქვს, რომ დღესვე შევძლებ მის მონახულებას",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)