|
2021-04-27 10:05:57, 437 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
საქართველოს პარლამენტი დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სპიკერის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგენს. თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის ასარჩევად 76-76 დეპუტატის ხმა არის საჭირო. შეგახსენებთ, რომ კახა კუჭავას კანდიდატურა უმრავლესობამ მას შემდეგ წარადგინა, რაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. „იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანმოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მოთმინებისა და გვერდით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყოფთ ქვეყანაში პროგრესს“, - განაცახდა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)