14:29 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 10:24:57, 406 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მააიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების სისტემა.

უწყების ცნობით, ნიდერლანდების ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ნიდერლანდების მხარის ურყევ მხარდაჭერას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პანდემიის პერიოდში ნიდერლანდის მხარისთვის და ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების გამო.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობის შემდგომი განვითარების გეგმების დასახვაზე ისაუბრა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics