13:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 13:12:51, 535 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - შეთანხმებას, რომელიც დასავლელი პარტნიორების იძულებით გამოვიდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ

იმ შეთანხმებას, რომელიც დასავლელი პარტნიორების იძულებით გამოვიდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძემ თანადგომა გამოუცხადა 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულ ყველა პირს და აღნიშნა, რომ მათი ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

„ოპოზიციის მხრიდან არსებული საპარლამენტო ჯგუფი ვამუშავებთ ე.წ. ამნისტიის კანონის პროექტსის, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე,  რომელიც ამჟამად არის გამოძიებაში და ის სპეკულაციები, რომ ეს მომავალში ვიღაცაზე გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონპროექტი, ყველაზე გვიან, სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ დაადასტურებს, რომ ხელს მოაწერს ამ ინიციატივას. როგორც კი სამშაბათს მოხდება ამ პროცესის რეალიზება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს სამშაბათს. ამის შემდგომ, შესაძლებლად მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზაა მისი გათავისუფლების და სხვა გზა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.

აქვე, მინდა გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს მივიყვანთ ბოლომდე და შევეცდებით, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები.

მინდა მივმართო საზოგადოებას, იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, იძულებით საქართველომ შეძლო და გამოვიდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ სწრაფ იმპლემენტაციაზე“, -  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics