14:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 12:44:15, 580 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს

„ქართული ოცნებიდან“ წასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს, - აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის იდეალური, თუმცა ეს არის არსებული კრიზისის გნმუხტვისა და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა.

„სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად აქციეს, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა პირდაპირ ქვეყნის შიდა პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. რადიკალიზმის გაგრძელება შეუძლებელია, ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ასევე ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics