17:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 12:20:53, 685 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი ჯო ბაიდენს საქართველოდან აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გაწვევისკენ მოუწოდებს

 „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საქართველოდან აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გაწვევისკენ მოუწოდებს.

როგორც შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინდელმა დღემ დაარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები.

„გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მფარველებიც და მოკავშირეებიც. ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს და ან საქართველო მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება. მოვუწოდებ პრეზიდენტ ბაიდენს, დროზე გაწმინდე ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პრო-ტრამპისტული ელემენტებისგან. ტრამპიზმი ნიშნავს პრო-პუტინიზმს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს ტრაგიკული უწოდა.

„მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომელმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები, მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად, საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით, დემოკრატიის სურვილით და ყველა დადებითი პოზიტიური პარამეტრით, რომელიც ჩვენს გარშემო ჩამქრალი იყო და მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამონო შედეგი, რომელიც არ არის კატასტროფა, რადგანაც ძირითადი პოლიტიკური ძალები, ამ წუთისათვის პარლამენტნტში არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში მყოფი ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა, თავისი გარემოცვიდან“, - დასძინა შალვა ნათელაშვილმა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics